08 დეკემბერი 2019,   12:25
ვრცლად
პიკეტირება უპირისპირდება სახელმწიფო ინტერესებს, სახელმწიფომ ქვეყნის გაჩერება არ უნდა დაუშვას - გია ვოლსკი

"პარლამენტის პიკეტირება სახელმწიფო ინტერესებს უპირისპირდება," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ქვეყნის გაჩერება არ უნდა დაუშვას.

"უნდა ვიაროთ სამსახურში. უამრავი თემაა... საფრთხე იმისა, რომ სახელმწიფო გააჩერონ, ლარის კურსი დაეცეს და მოხდეს ეკონომიკური კოლაფსი, არ უნდა დაუშვას სახელმწიფომ და ესაა საზოგადოების მოთხოვნაც...ოპოზიციის მოწოდება პიკეტირებაზე, მანიშნებელია ამ ადამიანების პოლიტიკისა, რომ ხალხს მონაწილეობა მიაღებინონ ისეთ ქმედებებში, რომელიც კანონსაც უპირისპირდება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ინტერესებს უპირისპირდება", - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, რამდენად შესაძლებელია მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და განიხილოს შემოთავაზებები, რომელთაც ოპოზიციური პარტიები აყენებენ, ვოლსკის განმარტებით, ოპონენტების წინადადებები კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.

"მე მგონია, რომ ის ადამიანები, ვინც ეს მოთხოვნები დააყენა საკმაოდ მაღალი ინტელექტუალურები არიან და უნდა იცოდნენ, რომ ის მოთხოვნები არ შეესაბამება კონსტიტუციას და რეგლამენტს, აქედან გამომდინარე, მე მაინც ვფიქრობ, რომ არჩევნების სისტემა, რომელიც არის, ყველასთვის გასაგებია," - განაცხადა ვოლსკიმ.

ვოლსკიმ შეფასებით, არაკონსტუქციულმა მიდგომებმა მოუტანა შიდა დაპირისპირება უმრავლესობას.

"ძალიან ბევრი საკითხი გვარდება, რასაც გუშინ პრობლემა ერქვა. უშველებელი პროექტები მიმდინარეობს, დასაქმებულია უამრავი ხალხი, ბევრი კარგი რამე კეთდება. აქედან გამომდინარე, დაპირისპირების ეს ხარისხი ამაზეც არის დაფუძნებული. რაც შეეხება თვითონ საარჩევნო სისტემას, სწორედ ამ საარჩევნო სისტემის პირობებში გაიმარჯვა "ქართულმა ოცნებამ," უკიდურესად რეპრესიული სისტემის მმართველობის პერიოდში. ეს ვითარება მნიშვნელოვან წილად შეიქმნა იმის გამო, რომ კონსტრუქციულობა, რომელსაც ჩვენ ყველა მოველოდით და რომელიც არ მისცემდა ოპონენტებს ჩვენივე გუნდში ჰქონოდათ გარკვეული უპირატესობა და ხალხის მიმართ პასუხისმგებლობა, რასაკვირველია მნიშვნელოვანწილად დაშალა იმ არაკონსტუქციულობამ ყველანაირი ხერხითა და ყველანაირი მეთოდით, რომ უმრავლესობის გუნდში კონსესუსი არ შედგა. უმრავლესობის დაშლა კი, როდესაც სასწორის პინაზე დავდეთ, რასაკვირველია, მეტ ზარალს მოუტანდა ჩვენ ქვეყანას," - აღნიშნა ვოლსკიმ

დღის ამბები