08 დეკემბერი 2019,   11:24
ვრცლად
თბილისში მიმდინარე აქციას სამცხე-ჯავახეთის და შიდა ქართლიდან ოპოზიციის მხარდამჭერები უერთდებიან

თბილისში დაგეგმილ ანტისამთავრობო აქციაში მონაწილეობის მისაღებად, ოპოზიციის მხარდამჭერები სამცხე-ჯავახეთიდან და შიდა ქართლიდანაც გამოემგზავრნენ.

ახალციხიდან და ახალქალაქიდან თბილისში "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები მოემართებიან.

"ხელისუფლება, როცა ტყუილსა და კონტრაქციებზე გადადის ნიშნავს, რომ სიტუაციას ვეღარ მართავს და უკვე წაგებულია," -განაცხადა “ევროპული საქართველოს “ ახალქალაქი-ნინოწმინდის ხელმძღვანელმა არსენ კარაპეტიანმა.

პარტია "ევროპული საქართველოს" გორის ორგანიზაციის თავმჯდომარის განცხადებით კი, აქციას ის მოქალაქეებიც შეუერთდნენ, რომლებიც ხელისუფლებისგან თავს მოტყუებლულად თვლიან.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს პარლამენტთან 15:00 საათზე დაგეგმილია მსაშტაბური ანტისამთავრობო აქცია.

დემოსტრანტები საპარლამენტო არჩევნების  პროპორციული წესით ჩატარებას, ხელისუფლების გადადგომას  და დროებითი მთავრობის ფორმირებას ითხოვენ.

დღის ამბები