13 დეკემბერი 2019,   10:10
ვრცლად
"ქართული ოცნების" ოფისთან საპატრულო პოლიციის მობილიზებაა

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან, ერეკლე მეორის ქუჩაზე, საპატრულო პოლიციის მობილიზებაა. ადგილზე რამდენიმე ათეული სამართალდამცველია განლაგებული, რომლებიც პარტიის ოფისის შესასვლეს იცავენ. 

"კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის მმართველი გუნდის ავტოსადგომზე თბილისის მერის, კახი კალაძის მანქანა გამოჩნდა.

გუშინ დაანონსებული აქციის მიუხედავად, მოძრაობა "შეცვალეს" წევრები, "ქართული ოცნების" ოფისთან არ გამოჩენილან.

ამის მიუხედავად, ანტისამთავრობო აქციის პარალელურად, პოლიცია "ქართული ოცნების" ოფისს მაინც იცავს.

დღის ამბები