06 დეკემბერი 2019,   20:12
ვრცლად
ხელისუფლებამ უნდა გაანალიზოს, რომ ხალხისთვის არჩევანის წართმევა მძიმე დანაშაულია და არავინ აპატიებს - ხატია დეკანოიძე

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ხატია დეკანოიძე დღეს აქციაზე დემონსტრანტების უპრეცედენტო რაოდენობას ელოდება.

ხატია დეკანოიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა ოპოზიციური სპექტრის მოთხოვნებზე.

“რეალურად, ახლა არის ის მომენტი, როცა ხელისუფლებამ უნდა შეხედოს ამ ადამიანებს და უნდა იფიქროს იმაზე, რომ არჩევანის წართმევა საქართველოს მოქალქეებისთვის არის ძალიან მძიმე დანაშაული და ამ დანაშაულის პატიებას არ აპირებს არავინ.

რაც შეეხება იმას, თუ რა უნდა იყოს გადამწყვეტი, რომ დათმობაზე წამოვიდეს ხელისუფლება, სიმართლე გითხრათ ბიძინა ივანიშვილის კეთილგონიერების იმედი არ მაქვს, იმიტომ რომ უმრავლესობა პროპორციულ სისტემას დათანხმდებოდა. როგორც ხედავთ, უსინდისობას საზღვარი არ აქვს და არაერთხელ მოატყუა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეები. შესაბამისად, ჩვენი მოთხოვნები რჩება და ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო, რომ მოვიდეს რუსთაველზე, ვინაიდან ეს არის ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე, რომ ქვეყანაში ყველას ჰქონდეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების უფლება,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღის ამბები