08 დეკემბერი 2019,   12:09
ვრცლად
პარლამენტის შენობაში პოლიციის მობილიზებაა - ექსკლუზიური ფოტომასალა პარლამენტის შენობიდან

სამართალდამცველები სპეციალური აღჭურვილობებით უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში, ასევე პარლამენტის ეზოში, ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს.

"კურიერის" ინფორმაციით, საპოლიციო ძალები პარლამენტის B ფლიგელში იმყოფებიან, სადაც სასეიო დარბაზი და პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტია. 

პარლამენტის პრესსამსახურის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და დღეს მედიას შენობაში მუშაობა შეეზღუდება. 

ამ დროისთვის პარლამენტში დეპუტატები არ იმყოფებიან.

დღის ამბები