06 დეკემბერი 2019,   19:31
ვრცლად
ნაციონალური მოძრაობის წევრები პუშკინის სკვერში იკრიბებიან და აქციას 3 საათზე შეუერთებიან

“ნაციონალური მოძრაობა“ პუშკინის სკვერში იკრიბება, საიდანაც  მხარდამჭერებთან ერთად რუსთაველზე მივლენ და აქციას შეუერთდეიან.

აქცია 3 საათზე უნდა დაიწყოს, მანამდე კი თბილისში რამდენიმე მსვლელობა დაიგეგმა.

”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა საბჭოს წევრმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ საჭიროა ახალი მთავრობა და ცენტრალური ადგილობრივი საარჩევნო კომისიის შეცვლა.

"სახელისუფლებო პარტიის გარდა ყველა გაერთიანდა კონკრეტული მოთხოვნების გარშემო. ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, ახლანდელი მთავრობა არჩევნებს ვერ ჩაატარებს! ხალხი უნდა ენდობოდეს საარჩევნო ინფრასტრუქტურას. ივანიშვილმა ჩვენს საზოგადოებას უტიფარი ტყუილი აკადრა. " განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " პოლიტიკური საბჭოს წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ ეს არის ბრძოლის გადამწყვეტი ფაზა, როდესაც საქართველოს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი და გააკეთოს არჩევანი.მისი თქმით, ქვეყანაში არის უმძიმესი პოლიტიკური კრიზი და აქედან ერთადერთი გამოსავალი მოთხოვნების დაკმაყოფილებაა,რომელიც საქართველოს მოსახლეობას გააჩნია.

"ხელისუფლებას მოუწევს მოთხოვნების გათვალისწინება, აქამდე ბიძინა ივანიშვილს ხალხის პროტესტი არ უგრძვნია თუ არ ჩავთვლით 20 ივნისის მოვლენებს, როდესაც მან პირველად დაინახა რა ძალა აქვს ხალხს და მაშინაც, როდესაც ხალხის ძალა დაინახა სისხლის გუბეები დააყენა რუსთაველის გამზირზე 20 ივნისი თუ იყო პროცესების დასაწყისი ნოემბერი იქნება პროცესების დასასრული. ქვეყანაში უნდა ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, " - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაციონალური მოძრრაობა“ პუშკინის სკვერში შეკრებას 2 საათიდან დაიწყებს.

დღის ამბები