06 დეკემბერი 2019,   19:44
ვრცლად
პროპორციული სისტემა ხელისუფლების ცივილიზებულად შეცვლის გზაა - ოპოზიცია აქციისთვის ემზადება

მზადება აქციებისთვის. პროტესტის მეოთხე დღეს ოპოზიცია მასშტაბური გამოსვლისთვის ემზადება. ოპოზიციური სპექტრი თითქმის სრული შემადგენლობით მხარდამჭერებს რუსთაველზე პარლამენტის წინ ელოდება.

"ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და "ევროპული საქართველო" პარლამენტამდე დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციიდან მივლენ.

თბილისისკენ რეგიონებიდან უკვე დაიძრნენ ოპოზიციის მხარდამჭერები.

"ხალხის დაკვეთაა, რომ ივანიშვილი წავიდეს არჩევნების გზით, როგორც ნორმალურ, დალაგებულ, კულტურულ ქვეყანას ეკადრება. ივანიშვილი ებღაუჭება ხელისუფლებას. პროპორციული სისტემა სინამდვილეში იყო გზა ამ ცვლილებისა ცივილიზებულად. ივანიშვილმა თქვა ან ყველაფერი, ან არაფერი. ამიტომ დღეს აუცილებელია შთამბეჭდავი რაოდენობა გამოვიდეს ქუჩაში და ამავე დროს განხორციელდეს საერთაშორისო ზეწოლა," - განაცხადა "ევროპული საქართველოს" წევრმა გიორგი კანდელაკმა.

დღის ამბები