06 დეკემბერი 2019,   19:24
ვრცლად
ყველაფერი მზადაა იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი აქცია ჩატარდეს - გიგა მაქარაშვილი

სამოქალაქო პლათფორმის “სირცხვილიას“ წევრი, გიგა მაქარაშვილი დღეს ფართომასშტაბიან აქციას ელოდება.

მისი შეფასებით, კარგია რომ ოპოზიციონერმა პარტიებმა შეთანხმება მოახერხეს.

"მშვიდობიანი მესამე ღამე გავათენეთ აქციაზე ყველამ ერთად. დაემატა კარვები. მზიანი დღის ფონზე გვითხრეს, რომ ბევრი რეგიონიდან უკვე წამოვიდა ჩვენი მხარდამჭერები. ძალიან კარგია, რომ მოხერხდა ოპოზიციონერი პარტიების კონსოლიდაცია. მათი მხარდამჭერები დიდი ალბათობით იქნებიან დღეს წარმოდგენილი აქციაზე. ფაქტობრივად, ყველაფერი მზად გვაქვს იმისთვის, რომ 3 საათზე ძალიან ფართომასშტაბიანი აქცია დავიწყოთ. გაჟღერდება კიდევ ერთხელ, ჩვენი მოთხოვნები," - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 

დღის ამბები