08 დეკემბერი 2019,   11:40
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსი" ოპოზიციისგან დამოუკიდებლად აქციას რესპუბლიკის მოედანზე 17:00 საათზე გეგმავს

დღეს დედაქალაქში კიდევ ერთი აქცია გაიმართება. საპროტესტო გამოსვლას რესპუბლიკის მოედანზე გეგმავს „პატრიოტთა ალიანსი“.

ირმა ინაშვილის და მისი მხარდამჭერების მთავარი მოთხოვნაც არჩევნების პროპორციულად ჩატარებაა.

ინაშვილი აცხადებს, რომ თუ "ოცნება" არ შეცვლის გადაწყვეტილებას, მაშინ მთავრობა უნდა გადადგეს.

"პატრიოტთა ალიანსი" ოპოზიციის მასშტაბურ აქციას არ უერთდება. “პატრიოპტთა ალიანსის“ ლიდერი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია იმ ძალების გვერდით დგომა, სადაც ყოფილი ხელისუფლების პირველი პირები იმყოფებიან.

"ჩვენს აქციას სოლიდარობა გამოუცხადეს სოციალურად დაუცველებმა, მრავალშვილიანმა დედებმა, ვეტერანებმა, პენსიონერებმა, სტუდენტებმა, სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა, ცალკეულმა პოლიტიკოსებმა, რასაც უაღესად ვაფასებ, მაგრამ აქციას ჰყავს მხოლოდ ერთი ორგანიზატორი - “პატრიოტთა ალიანსი“. მკაფიოდ ვამბობ, არავინ სხვა არაა არც ორგანიზატორი, არც დამგეგმავი და არც პასუხისმგებელი," - აცხადებს ირმა ინაშვილი. 

აქცია 17:00 საათისთვის დაანონსდა.

 



დღის ამბები