08 დეკემბერი 2019,   11:24
ვრცლად
თბილისში "პატრიოტთა ალიანსის" მიერ დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შემოუერთდებიან

თბილისში “პატრიოტთა ალიანსის“ მიერ  რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ აქციას სამეგრელოდან და ქუთაისიდან შემოუერთდებიან.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ არ აპირებენ სხვა ოპოზიციურ პარტიებს შეუერთდნენ და საკუთარ მოთხოვნებს დედაქალაქში გააჟღერებენ. მათგან უმთავრესი კი, ოპოზიციური პარტიის მხარდამჭერთა განცხადებით, ივანიშვილის მიერ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაცემული დაპირების შესრულებაა.

"საქართველოს მთლიანობისთვის, ახალგაზრდებისთვის ჩვენი ხედვები გვაქვს და იქ ვიდგებით, სანამ პარლამენტი არ მიიღებს საზოგადოებისთვის საკეთილდღეო გადაწყვეტილებას," - აღნიშნა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა ნანა გადელიამ.

"დღეს ვიკრიბებით თბილისში და  გამოვხატავთ პროტესტს პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნის გამო, რაც იყო დაპირება და რაც იქნებოდა ერთ დიდი დემოკრატიული ნაბიჯი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჯერ კიდევ  არის შანსი გამოასწოროს შეცდომა და დააბრუნოს სამართლიანი არჩევნები, წინააღმდეგ შემთხვევაში პროტესტი გაგრძელდება,"- განაცხადა "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა მიშა მახვილაძემ.

"პატრიოტთა ალიანსის" აქციას თელავიდანაც შემოუერთდებიან.

დღის ამბები