05 დეკემბერი 2019,   23:23
ვრცლად
დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკმა თუ არ იცის, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია - კალაძე ვაჟა გაფრინდაშვილის ტყვეობაზე

ოკუპანტების მიერ ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცებას თბილისი მერი გამოეხმაურა. კახა კალაძის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი გმირია. 

"საქმის ერთგულებას, პროფესიონალიზმს, სამშობლოს სიყვარულს, პატრიოტიზმს ერთად თავისუფლება ჰქვია, ოკუპაციის პირობებში - კი გმირობა.
ვაჟა გაფრინდაშვილი - თავისუფალი და გმირი ექიმი!!!
ვაჟა ექიმი - წლებია ვიყავი მისი მადლიერი, ამიერიდან ვიქნები ორმაგად აღფრთოვანებული მისით 

დე ფაქტო ცხინვალელმა ჩინოვნიკებმა თუ არ იციან, მენტორებმა აუხსნან, რომ ექიმი ხელშეუხებელია მსოფლიოს ნებისმიერ ცხელ წერტილში.ექიმი არ ექვემდებარება ფიქტიურ კანონებს, ექიმი საზღვრების გარეშეა ყველგან, მით უმეტეს აქ - საკუთარ მიწა-წყალზე!

პ.ს.მუშაობს ყველა სტრუქტურა,რომ ბატონი ვაჟა რაც შეიძლება მალე დაბრუნდეს სახლში.

#თავისუფლებავაჟაგაფრინდაშვილს"- წერს კახა კალაძე საკუთარ ფეისბუკგერდზე.

დღის ამბები