06 დეკემბერი 2019,   19:15
ვრცლად
ოკუპანტების მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს აქციის მონაწილეებმა სოლიდარობა გამოუცხადეს 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ქართველ ექიმს დღეს სოლიდარობა გამოუხადეს. 

აქციის მონაწილეებმა პირბადეები გაიკეთეს და ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერა ამ ფორმით გამოხატეს.

58 წლის ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი, საოკუპაციო ხაზთან ე.წ. მესაზღვრეებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.

მას ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2 თვიანი პატიმრობა შეუფარდა.

 

 

დღის ამბები