08 დეკემბერი 2019,   11:40
ვრცლად
"გამოსავლის სახით ვთავაზობთ პროპორციული არჩევნების ჩატარებას ე.წ. გერმანული სისტემით" - კახა კუკავა

ოპოზიციის დიდი ნაწილი ხელისუფლებას შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალს სთავაზობს. პარტია “თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის კახა კუკავას განცხადებით, გამოსავალი არის არჩევნების ჩატარება ე.წ. გერმანული მოდელით. 

"ივანიშვილმა გაწირა ეს ქვეყანა ქაოსისთვის, მაგრამ ჩვენ გვინდა კიდევ ერთი შანსი მივცეთ ამ ხელისუფლებას, რომ მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით გამოვიდეს ამ კრიზისიდან და არა რუსთაველის გამზირზე აქციების გზით. ამ გამოსავლის სახით ვთავაზობთ პროპორციული არჩევნების ჩატარებას ე.წ. გერმანული სისტემით, რომელიც არ მოითხოვს კონსტიტუციურ შესწორებას. იმისთვის, რომ დამტკიცდეს ეს შესწორება საარჩევნო კოდექსში, ამისათვის "ქართულ ოცნებას" სჭირდება უკვე არა 117, არამედ 30 დეპუტატი“ - აცხადებს კახა კუკავა.

პარტია "ავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარის თქმით, არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან კოალიცია არ იქნება და შეხვედრები ეთმობა მხოლოდ იმას, რომ პარტიებს შორის პოზიციები შეჯერდეს.  

"არანაირი კოალიცია აქ არ იქმნება. არავინ არ შედის არც "ნაციონალურ მოძრაობასთან" და არც სხვა პოლიტიკურ ძალებთან არანაირ კოალიციაში. ჩვენი ამოცანაა, ივანიშვილმა შეასრულოს საკუთარი პირობა დედა რომ დაიფიცა 20 ივნისის შემდეგ და ჩაატაროს პროპორციული არჩევნები. ჩვენ უბრალოდ ინფორმაციას, პოზიციებს ვცვლით იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებსაც აქვთ იგივე ამოცანა. საუბარი იმაზე, რომ ვიღაცა ქმნის კოალიციას, არის ტყუილი და ეს არის ბიძინა ივანიშვილის ტროლების ფაბრიკის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია," - აცხადებს კახა კუკავა.

 

 

 

 

 

 

 

დღის ამბები