13 დეკემბერი 2019,   08:56
ვრცლად
თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას გეგმავს

"კურიერის" ინფორმაციით, თამარ ჩუგოშვილი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავს.

ვიცე-სპიკერის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, იმ დეპუტატთა რაოდენობა, რომლებმაც გუშინ უმრავლესობის რიგები და დაკავებული თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს, ფრაქციის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

"ჩვენ გადაწყვეტილებაში არაფერი არ იცვლება. რაც შეეხება ამ პროცესების გაგრძელებას, ამაზე მოგვიანებით გეტყვით. ჯერჯერობით კონკრეტული და ახალი არაფერი შემიძლია რომ გითხრათ.

არ არის გამორიცხული, საკმარისი რაოდენობაა დეპუტატების, თუმცა უფრო კონკრეტულად მოგვიანებით დაგიდასტურებთ," - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას განცხადებით, მას მაინც ჰქონდა იმის იმედი, რომ კანონპროექტს მხარს დაუჭერდნენ.

გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე, უმრავლესობის რიგებისა და საპარლამენტო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 9 დეპუტატმა მიიღო. მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე. მათი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილება პრინციპული იყო და ისინი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.

გაიზრდება თუ არა უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა - საკუთარ გადაწყვეტილებას 6 დეპუტატისგან შემდგარი "კონსერვატორთა" ფრაქცია დღეს გაასაჯაროებს.

დღის ამბები