06 დეკემბერი 2019,   00:29
ვრცლად
"ქართული ოცნება" 9 დეპუტატმა დატოვა - გაიზრდება თუ არა უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა დღეს გახდება ცნობილი

გაიზრდება თუ არა უმრავლესობიდან წასულთა რაოდენობა - საკუთარ გადაწყვეტილებას 6 დეპუტატისგან შემდგარი "კონსერვატორთა" ფრაქცია დღეს გაასაჯაროებს. გუშინ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ქართული ოცნებისა და საპარლამენტო თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება 9 დეპუტატმა მიიღო. მათ შორის არიან: თამარ ჩუგოშვილი, ირინა ფრუიძე, გიორგი მოსიძე, დიმიტრი ცქიტიშვილი, თამარ ხულორდავა, სოფიო ქაცარავა, მარიამ ჯაში, ზაზა ხუციშვილი და გიორგი ბეგაძე. მათი განმარტებით, საკონსტიტუციო ცვლილება პრინციპული იყო და ისინი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებენ.

"გამიჭირდებოდა, როგორც პოლიტიკური თანამდებობის კუთხით, ასევე როგორც მაჟიორიტარ დეპუტატს, რომლისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა, რომ გამეგრძელებინა მუშაობა.  შემდგომ ნაბიჯებზე ძალიან ნაადრევია საუბარი, იმიტომ რომ ჩვენ ვემზადებოდით სრული ძალისხმევით მომავალი საარჩევნო პროცესისთვის,"- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

არსებული ინფორმაციით, ფრაქცია "ქართული ოცნება - კონსერვატორები" განცხადებას ხვალ, 12:00 საათზე გააკეთებს. აღნიშნული ფრაქციის წევრები არიან: გიგა ბუკია, მუხრან ვახტანგაძე, რუსლან გაჯიევი, ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე.

დღის ამბები