05 დეკემბერი 2019,   23:23
ვრცლად
"წადი", "სირცხვილია", "შეცვალე" - ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაზე დატოვებული წარწერების გამო შესაძლოა მოქალაქეები დაჯარიმდნენ

"წადი", "სირცხვილია", "შეცვალე" - ამ წარწერების ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციაზე გაკეთების გამო, აქციის მონაწილეები, შესაძლოა, დაჯარიმდნენ.

როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ განაცხადა, იერსახის დამახინჯება ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, რაც ჯარიმას ითვალისწინებს. მისი თქმით, შესაბამის ზომებს ფაქტების შეფასების შემდეგ მიიღებენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეების ნაწილმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გადაინაცვლა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები