06 დეკემბერი 2019,   10:07
ვრცლად
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე ერთი პირი დააკავეს.

თვითმხილველის თქმით, ერთ-ერთი მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ პროვოკატორი იყო, მას და მის მეგობრებს ფოტოსურათებს უღებდა. მას შემდეგ, კი რაც აქციის მონაწილე გოგონა დაინტერესდა, თუ რატომ იღებდა ის ფოტოებს, უცნობმა პირმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და შეხლა-შემოხლაც ამის მერე დაიწყო. პოლიციამ სწორედ ამ სიტუაციის განეიტრალება სცადა და აღნიშნული პირი ტერიტორიას გაარიდა.

დაკავებული საპატრულო პოლიციის მანქანით განყოფილებაში გადაიყვანეს.

დღის ამბები