13 დეკემბერი 2019,   08:56
ვრცლად
კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში აქციის მონაწილეები ყველა კარის ბლოკირებას გეგმავენ - გიგა მაქარაშვილი

"ცეცხლს ნუ ეთამაშები ბიძინა“ - ამ შინაარსის წარწერებით პარლამენტის შენობის შესასვლელთან აქცია გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, ასევე "შეცვალეს" და "სირცხვილიას" აქტივისტები არიან შეკრებილები.

აქციაზე შეკრებილები უმრავლესობის დეპუტატებს შეძახილებით შეხვდნენ, იყო მცირე შელაპარაკებაც. 

"ჩვენ ვცდილობთ დავრჩეთ კანონის ფარგლებში, მიუხედავად იმისა, რომ ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამბავი წყდება ამ შენობაში. ვიმედოვნებთ "ქართული ოცნება" არ ჩააგდებს ამ კანონპროექტს, მისივე ინიცირებულ კანონპროექტს და დაპირებას და არ მოგვატყუებენ და არ გადაგვაგდებენ... თუ ჩავარდა ეს კანონპროექტი, მერე შევეცდებით, რომ ყველა კარის ბლოკირება მოვახდინოთ. სხვა არაფერი არ გვრჩება,“ - განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

 

დღის ამბები