06 დეკემბერი 2019,   10:33
ვრცლად
"დაველოდებით კენჭისყრას და თუ გავა პირველი მოსმენით წავალთ სახლში" - გიგა მაქარაშვილი საპროტესტო აქციაზე

საპროტესტო აქციის ფონზე მოუწევთ დეპუტატებს საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა. საქართველოს პარლამენტთან მოძრაობა "სირცხვილია" და "შეცვალე" აქციას მართავენ. 

უმრავლესობის წევრებს საკუთარ დაპირებებს ახსენებენ მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები. აქცია პარტიის ოფისთან დილიით დაიწყო, შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციასთან, მოგვიანებით კი დემონსტრანტებმა საყვირებით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლეს. 

მოქალაქეების განცხადებით, კანონპროექტის ჩავარდნის შემთხვევაში პროტესტი უფრო მწვავე გახდება. აქცია  პარლამენტთან გაგრძელდება. 

"ბოლო 7 წელი, "ქართული ოცნება" სხვა არაფერს არ აკეთებს და ახლა აქვს შანსი, რომ ბოლო წელს ქვეყანას აჩუქოს შანსი, დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე, თორემ "ქართული ოცნება" მიიღებს ძალიან მწვავე რეაქციას, დღეს თუ შემთხვევით მწვანე ღილაკის ნაცვლად წითელს დააჭერენ. დაველოდებით კენჭისყრას და თუ გავა პირველი მოსმენით წავალთ სახლში," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა. 

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე იმყოფებიან მოძრაობა "შეცვალეს" წევრებიც. 

"ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ დაგაწყვიტა, რომ მოატყუოს ქართული საზოგადოება და ის მონაპოვარი, რომელიც ქართველმა ხალხმა სისხლით მოიპოვა, ჯიბიდან ამოაცალოს. თუ ასე მოხდა, ბიძინა ივანიშვილი იმაზე მალე დაასრულებს ვიდრე ჰგონია. პროცესები გადაინაცვლებს ქუჩაში," - აცხადებს მოძრაობა "შეცვალეს" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი.

 

დღის ამბები