06 დეკემბერი 2019,   09:48
ვრცლად
"ესენი არიან პოლიტიკური პამპერსები" - ექსპერტები მაჟორიტარ დეპუტატებზე

დადგმული სცენარი თუ კრიზისი მმართველ გუნდში - პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის აუცილებლობაზე და "ქართულ ოცნებაში" არსებულ ვითარებაზე საუბრობენ ექსპერტები.

მათი განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება "ქართულ ოცნებას" არ სურს და დეპუტატები მათი ლიდერის დადგმული სცენარით მოქმედებენ.

"დეპუტატების ქმედებას რასაც ვუყურებდი, ნაკლებად რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება შეიძლება იდგეს ამის უკან. უფრო იმ ვერსიისკენ ვიხრები, რომ ეს მაჟორიტარები არიან ერთგვარად ბუნტისთავები, მაგრამ მე მათ ბოდიშის მოხდით ვუწოდებდი პოლიტიკურ პამპერსებს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების დაკვეთას ან რომელიმე უცხო ქვეყნის დაკვეთას ასრულებენ, ცდილობენ ჩამოაქციონ ქვეყანა," - განაცხადა ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ.

"არ მგონია, რომ უმრავლესობის ეს ქმედება რეალურ და ბუნებრივ პროცესებს უკავშირდებოდეს. შიგნით იყოს თითქოს პოზიციები გაყოფილი, მე არ მჯერა ამის. გარკვეული თვალსაზრისითაც ეს შეიძლება იყოს გარკვეული თამაშის ნაწილი უმრავლესობის შიგნით," - აღნიშნა ექსპერტმა კოტე ჩოკორაიამ.

დღის ამბები