გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა დედაქალაქის მერმა.
ვეკუას ქუჩაზე ამჟამად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. დარჩენილია 80-მეტრიანი მონაკვეთი, სადაც სხვადასხვა მიწისქვეშა სამუშაოები ხორციელდება.
კახა კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასასრულს უახლოვდება და მომდევნო კვირიდან მძღოლები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ.