13 დეკემბერი 2019,   09:15
ვრცლად
მნიშვნელოვანია გუნდის ერთობა შევინარჩუნოთ - "ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართება

ორდღიანი ხმაურიანი სხდომების შემდეგ, შეძლებს თუ არა "ქართული ოცნება" საკუთარი გუნდის დარწმუნებას, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ?!  - საგანგებოდ ამ საკითხის განსახილველად უმრავლესობის წარმომადგენლები პარტიის ცენტრალურ ოფისში შეკრებას სულ მალე დაიწყებენ.

"მე ვფიქრობ, ეს მუშაობა გარკვეულ შედეგს გამოიღებს და დღეს უკვე გვექნება ჩამოყალიბებული პოზიცია. ჩემთვის, როგორც უმრავლესობის ლიდერისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ გუნდის ერთობა შევინარჩუნოთ," - განაცხადა გია ვოლსკიმ.

"ჩვენ ვმუშაობთ დეპუტატებთან. უმრავლესობის უმრავლესობა მხარს უჭერს გადაწყვეტილებას, გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე 2020-ში და ეს აისახოს კონსტიტუციაში. კონსულტაციები გრძელდება. რა თქმა უნდა,  მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ჩვენი აზრით სწორი გადაწყვეტილება აღსრულდეს და მას შესაბამისი რეალიზება მოჰყვეს," - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კენჭისყრის წინ ვითარება რადიკალურად მმართველი გუნდის იმ მაჟორიტარმა დეპუტატებმა შეცვალეს, რომლებიც კანონპროექტის ინიციატორები თავად იყვნენ.

დღის ამბები