08 დეკემბერი 2019,   11:49
ვრცლად
"უფრო გაბრაზებულები და უფრო რადიკალურები" - მოძრაობა "სირცხვილია" აქციას "ქართული ოცნების" ოფისთან გამართავს

საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინში პროტესტი გრძელდება. მოძრაობა "სირცხვილიას" წევრები დილიდან "ქართული ოცნების" ოფისთან შეიკრიბებიან და ხელისუფლებას გაცემული დაპირების შესრულებას მოსთხოვენ.

"უფრო გაბრაზებულები და უფრო რადიკალურები"  - ასე დაანონსეს მოძრაობა "სირცხვილიას" წარმომადგენლებმა სამომავლო საპროტესტო ტალღა.

მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციის ორგანიზატორები რადიკალურ მეთოდებს მიმართავენ და პოლიტიკური პროცესის პარალიზებას მოახდენენ.

 

დღის ამბები