08 დეკემბერი 2019,   11:39
ვრცლად
მგონი ვაწყენინეთ ბატონ ბიძინას - მაჟორიტარი დეპუტატები პროპორციული სისტემის ჩასაგდებად ემზადებიან

ჩააგდებენ თუ არა მაჟორიტარები საკონსტიტუციო ცვლილებებს პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით - "ქართული ოცნების" ოფისში შეხვედრები გუშინ გვიანობამდე გაგრძელდა.

მაჟორიტარები პოზიციების შეცვლას არ აპირებენ. მათი განცხადებით, თუ მათზე კანონპროექტის მხარდაჭერასთან დაკავშირებით იძულება მოხდება, უმრავლესობის რიგებს და პარლამენტარის მანდატს დატოვებენ.

"არ იყო მსუბუქი და მარტივი საუბარი. პოზიციურად რა თქმა უნდა, იყო ზოჯერ მკაცრი და ზოჯერ მომთხოვნი საუბარი. ბიძინა ივანიშვილს სჯერა, რომ მე გავითვალისწინებ ძალიან ბევრ ასპექტს და შევცვლი ჩემს პოზიციას, თუმცა არ შევცვლი," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

"მგონი ვაწყენინეთ ბატონ ბიძინას, ჩემი მხრიდან ვერ დავარწმუნე ჩემი პოზიციის სისუსტეში და მან ვერ დამარწმუნა ამ კანონპროექტს რატომ უნდა დავუჭიროთ მხარი", - აღნიშნა ირაკლი შიოლაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი დღეს უნდა უყაროს. დეპუტატები კანონპროექტის ჩასაგდებად ემზადებიან.

დღის ამბები