15 ნოემბერი 2019,   12:03
ვრცლად
„ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მცირერიცხოვანი საპროტესტო აქცია დღესაც იმართება

კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია დღესაც მიმდინარეობს.

პროტესტს სასულიერო პირებიც შეუერთდნენ. გუშინდელთან შედარებით, კინოთეატრ „ამირანის“  მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის ნაკლებობაა. ტერიტორიაზე არ ჩანან "ქართული მარშის" ფორმებში ჩაცმული მოქალაქეებიც.

როგორც იქ შეკრებილები  ამბობენ, ისინი კვლავ აპროტესტებენ ფილმის ჩვენებას, რადგან  ლევან აკინის ფილმი,  "და ჩვენ ვიცეკვეთ"ქართულ ტრადიციებს შეურაცხყოფს. მათი, თქმით ქართული ფილმის, „შინდისის გმირების“  ჩვენების შემდეგ,  აკინის ფილმის პრემიერა დაუშვებელია.  

თუმცა, ჟურნალისტის კითხვაზე, აქვთ თუ არა ნანახი ფილმი, აქციის მონაწილეები პასუხობენ რომ  - არა.

ამ წუთებში საქართველოს კინოთეატრებში ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობს.  ბათუმსა და თბილისის მასშტაბით ყველა კინოთეატრთან მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ლევან აკინის ფილმი, გეი პროპაგანდის მატარებელია.

დღის ამბები