15 ნოემბერი 2019,   11:43
ვრცლად
ქუთაისის უნივერსიტეტი წინასაარჩევნო პოლიტიკურ თამაშში - ოპოზიციას ივანიშვილის ქველმოქმედებისა არ სჯერა

წინასაარჩევნო ხრიკი და პოლიტიკურ თამაში - ასე აფასებს ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, სადაც ის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობის მნიშვნელობაზე საუბრობს და ამბობს, რომ უნივერსიტეტის აშენების შემდეგ მას საჩუქრად სახელმწიფოს გადასცემს.

ის რაც ოპოზიციისთვის წინასაარჩევნო პიარკამპანიაა - მმართველი გუნდისთვის უპრეცედენტო ქველმოქმედებად შეფასდა. "ქართული ოცნების" წევრები აქცენტს 1 მილიარდი ევროს ინვესტიციაზე აკეთებენ.

საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტზე ბიძინა ივანიშვილმა იმ ინტერვიუში ისაუბრა, რომელიც დღეს პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ამბობს, რომ ქუთაისის უნივერსიტეტი განათლების სისტემის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება. შერჩეულია რექტორიც და ამ თანამდებობას მიუნხენის უნივერსიტეტის ყოფილი რექტორი დაიკავებს. კიდევ ერთი სიახლე არის ის, რომ ქუთაისის უნივერსიტეტს ცალკე გასართობი და სამეცნიერო ცენტრი ექნება.

ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებისა არ სჯერათ ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარის მიდგომები განათლების სისტემის გაჯანსაღებას ხელს ვერ შეუწყობს და ის მთლიანად პიარკამპანიაზეა გათვლილი.

2012 დ 2016 წლებს ახსენებენ ქვეყნის მმართველს არასაპარლამენტო ოპოზიცის წარმომადგენლები. "ქართული ოცნების" თავმჯდომარის დღევანდელ გამოსვლა ქუთაისის უნივერსიტეტის თემაზე ყოფილი თანაგუნდელებისთვისაც არჩვენების მოახლოებასთანაა დაკავშირებული.

არჩევნებთან კავშირს უარყოფს მმართველი გუნდი და ოპონენტებს საკუთარი ლიდერის ქველმოქმედებას ახსენებს.

როდის დასრულდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მშენებლობა ჯერ უცნობია, ახალ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა მიმდინარე წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, საუნივერსიტეტო ქალაქი და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ისევ მშენებლობის პროცესშია.

 ავტორი: ქეთი ზანთარაია

დღის ამბები