15 ნოემბერი 2019,   12:48
ვრცლად
რუსეთი, რომელსაც კაგებეს ყოფილი ოფიცერი მართავს, მეზობელ ქვეყნებში იჭრება - მაიკ პომპეო ნატოს გაფართოებას ითხოვს

ნატო უნდა გაფართოვდეს - შტატების სახელმწიფო მდივანმა ალიანსის განვითარებაზე გერმანიაში ილაპარაკა. მაიკ პომპეო ბერლინის კედლის დანგრევის იუბილეს ესწრება.

გერმანიაში პომპეომ რუსეთი და მისი მეთაური, მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ აგრესიაში დაადანაშაულა.

"რუსეთი, რომელსაც კაგებეს ყოფილი ოფიცერი მართავს, მეზობელ ქვეყნებში იჭრება, კლავს პოლიტიკურ ოპონენტებს, რუსეთი ეწინააღმდეგება და ავიწროებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობას. ამ წუთებშიც კი, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რუსეთი პოლიციურ რეიდებს ატარებს და აწამებს ყირიმელ თათრებს და უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იბრძვიან,"- განაცხადა პომპეომ.

ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წელი გავიდა.

დღის ამბები