15 ნოემბერი 2019,   12:15
ვრცლად
"ესენი არიან პრორუსული ჯგუფები, რომლებიც "ქართულ ოცნებასთან" შეთანხმებით მოქმედებენ - ლევან სამუშია

პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გუშინ კოსტავას ქუჩაზე განვითარებულ მოვლენებში "ქართული ოცნების"კვალს ხედავს. ლევან სამუშიას განცხადებით, პრორუსული ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ მსგავსი სახის საპროტესტო აქციებს "ქართული ოცნების" აგრესიულ ფრთას წარმოადგენენ.

"ესენი არიან აშკარად პრორუსული ჯგუფები, რომლებიც "ქართულ ოცნებასთა" შეთანხმებით მოქმედებენ. ის რომ "ქართული ოცნება" პრორუსული ჯგუფია ამაში მე პირადად ეჭვი არ მეპარება, აქედან გამომდინარე ვიმეორებ "ოცნება" წლების განმავლობაში კულტივირებდა ამ ჯგუფებს და ეს არის შედეგი, ეს არის "ქართული ოცნების" აგრესიული ფრთა,"- განაცხადა ლევან სამუშიამ.

შეგახსენებთ, რომ ოსკარზე წარდგენილი ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ჰომოფობიური ძალები, მათ შორის "ქართული მარში" და ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდა  და მხარდამჭერებთან ერთად პრემიერის ძალადობრივი აქციით ჩაშლა სცადა.

დღის ამბები