13 დეკემბერი 2019,   01:05
ვრცლად
მარსელი-ქუთაისი - Ryanair-მა საქართველოს მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა

მარსელი-ქუთაისი - უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ირლანდიურმა ავიაკომპანიამ Ryanair-მა საქართველოს მიმართულებით პირველი რეისი შეასრულა. ამ დღესთან დაკავშირებით ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში ოფიციალური მიღება გაიმართა.

ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებები საქართველოში ფრენების დაწყებასთან დაკავშირებით თითქმის 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 9 ნოემბრიდან ქუთაისის აეროპორტს კიდევ ერთი ახალი მიმართულება - ბოლონია დაემატება.

"საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორის, გიორგი ჩოგოვაძის მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით Ryanair-ი საქართველოში მეტ ევროპელ ტურისტს ჩამოიყვანს და ასევე ჩვენი მოქალაქეებისთვის შესაძლებელი გახდება ევროპაში ხელმისაწვდომ ფასად მოგზაურობა. ​

Ryanair-ის კომუნიკაციების მენეჯერი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში აცხადებს, რომ კომპანია ამჟამად მომავალი წლის გრაფიკზე მუშაობს. ოლგა პავლონკამ აღნიშნა, რომ Ryanair-ი წელს საქართველოს მიმართულებით 130 000 მგზავრს გადაიყვანს.

"ჩვენ მგზავრებს ქუთაისიდან მარსელისა და ბოლონიის, ასევე თბილისიდან მილანის მიმართულებით ავიარეისებს ვთავაზობთ. ზაფხულის სეზონზე კი კიოლნის მიმართულებით რეისებს დავამატებთ. ამასთანავე ჩვენი კომპანიის საქართველოში შემოსვლის აღსანიშნავად, ვებგვერდზე ავიაბილეთები 11 ნოემბრამდე ფასდაკლებით გაიყიდება," - აცხადებს ოლგა პავლონკა

დღის ამბები