15 ნოემბერი 2019,   11:00
ვრცლად
"არანაკლებია, ვიდრე ოკუპაციის შედეგები" - "ლეიბორისტული პარტია" აზარტული თამაშების წინააღმდეგ გამოდის

"ლეიბორისტული პარტია" აზარტული თამაშების წინააღმდეგ გამოდის. შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აკრძალავს ყოველგვარ ონლაინ თამაშებს, კაზინოებს კი დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით გადაიტანენ და იქ საქართველოს მოქალაქეებს შესვლა აეკრძალებათ. ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა ბრიფინგი ახალგაზრდებთან ერთად პარტიის ოფისში გამართა.

"ეს არანაკლებია, ვიდრე ოკუპაციის შედეგები" - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა და კაზინოებს მეტასტაზები უწოდა.

დღის ამბები