08 დეკემბერი 2019,   12:42
ვრცლად
ცხინვალის ციხეში მოშიმშილე პატიმრებს სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს

როგორც ცემენ მოქალაქეებს ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში - სკანდალური კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. ვიდეომასალაში სამართალდამცავთა მიერ, სავარაუდოდ, სწორედ ცხინვალის წინასწარი დაკავების საკანში პატიმრების ცემაა ასახული. წინასწარი ინფორმაციით, 
კადრები იმ ეკრანიდან არის გადაღებული, სადაც სათვალთვალო კამერებით გადაღებული ვიდეომასალა ჩანს.

გავრცელებული ინფორმაციით პატიმრები პროტესტის ნიშნად შიმშილობდნენ, 2 ოქტომბერს კი ომონის თანამშრომლები მათ სასტიკად გაუსწორდნენ და საკვების მიღება აიძულეს. პატიმრებმა შიმშილობა დე ფაქტო იუსტიციის უწყების ახალი რეგულაციის გამო დაიწყეს, რომლის თანახმადაც პატიმრების ახლობლებს მათთვის საკვების შეგზავნა, მხოლოდ თვეში ერთხელ შეეძლებათ. შიმშილობის პერიოდში საპატიმრო დაწესებულებაში ერთი  მსჯავრდებული გარდაიცვალა, გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილი მკვლელობაში ბრალდებული 33 წლის ვიაჩესლავ კაზიევია, რომელიც სასჯელს ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის მარეკ დუდაევის მკვლელობისთვის იხდიდა. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზად გულის პრობლემები დასახელდა. საპატიმრო დაწესებულება მის შიმშილობაში მონაწილეობას უარყოფს.

დღის ამბები