20 ნოემბერი 2019,   20:24
ვრცლად
30 წლის წინანდელი სიმღერა სტეფანეს ვერსიით - "ძველი ტანგოს" მეორე დაბადება

სტეფანეს ახალი კლიპი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით - კომპოზიტორ ბორის შხიანის ,"ძველ ტანგოს", რომელსაც წლების წინ მომღერალი მანანა თოდაძე ასრულებდა, არანჟირება მუსიკოსმა და დირიჟორმა ნიკოლოზ რაჭველმა სტეფანესთან ერთად გაუკეთა.

სტეფანე "კურიერთან" ამბობს, რომ სიმღერის ახალი ვერსიის შექმნისთვის ყველამ თავისი მაქსიმუმი გააკეთა. მანანა თოდაძის თქმით, სტეფანეს სტილში გათანამედროვებული ეს სიმღერა პოპულარობას თავიდან შეიძენს.

კლიპის გადაღებები რამდენიმე ლოკაციაზე, თბილისსა და წყალტუბოში მიმდინარეობდა. აღსანიშნავია, რომ სტეფანეს კლიპში ქართველ სპორტსმენებთან და მსახიობებთან ერთად, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდოც მოხვდა.

კლიპის პრეზენტაცია დღეს "ფაბრიკაში" გაიმართა. მას პრემიერიდან 49 წუთში 5000-მდე ნახვა ჰქონდა.

სტეფანეს ახალი კლიპის ნახვა უკვე დღეიდან "არენას" ოფიციალურ ვებგვერდზეა შესაძლებელი.

დღის ამბები