12 ნოემბერი 2019,   14:14
ვრცლად
"ფეიკ პრემიერი", "რუსული ოცნება" - მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" გახარიას "აბრეშუმის გზის ფორუმში მონაწილეობა გააპროტესტა

"აბრეშუმის გზის ფორუმი" ხმაურის ფონზე გაიხსნა. მოძრაობამ "ქვეყნის სამსახურში" ოპერის თეატრთან აქცია გამართა. აქციის მონაწილეებმა ადგილზე ტრანსფარანტები მიიტანეს, წარწერით - "ფეიკ პრემიერი", "რუსული ოცნება". აქციაზე ისმოდა შეძახილები - "სირცხვილია".

"შევაღწიე ფორუმზე, სადაც პირისპირ შევხვდი გახარიას და ვუთხარი რომ არის სირცხვილი, რაზეც მისგან მივიღე ცინიკური პასუხი - აბა რა მოხდა სამარცხვინო 20 ივნისს? თუ მან დღემდე ვერ გაიგო რა მოხდა სამარცხვინო, ის ჩვენ პასუხს გაიგებს მთელი წლის მანძილზე არჩევნებამდე და უკვე არჩევნებზე, ჩვენ მას გავისტუმრებთ ხელისუფლებიდან,"- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, "ევროპული საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი, თამარ კაკაბაძე. 

პროტესტის მონაწილეებმა 20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ, გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დანიშვნა და დღევანდელ ფორუმში მისი მონაწილეობა გააპროტესტეს.

დღის ამბები