12 ნოემბერი 2019,   14:55
ვრცლად
სტეფანეს ახალი კლიპი მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით

"ძველი ტანგოს" ახალი ვერსია - სტეფანეს ახალი კლიპის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება. ბორის შხიანის ნაწარმოებს, რომელსაც მანანა თოდაძე ასრულებდა, არანჟირება სტეფანემ და ნიკოლოზ რაჭველმა გაუკეთეს.

სიმღერას, რომელიც 1988 წელს ბორის შხიანმა დაწერა და მას მანანა თოდაძე ასრულებდა,  ხვალიდან ახალი ინტერპრეტაციით მოვისმენთ. "ძველი ტანგო“ სტეფანესა და ნიკოლოზ რაჭველის არანჟირებით და უდიდესი მუსიკალური ჯგუფის ძალისხმევით ფილმის საუნთრეკად იქცა. სიმღერა "ლენო რექორდსში" ჩაიწერა, კლიპი კი "მეტრო ფროდაქშენმა" გადაიღო.   

სტეფანეს ახალ მუსიკალურ რგოლში ქართველ მსახიობებთან და სპორტსმენებთან ერთად, ცნობილი ბრაზილიელი ფეხბურთელი რივალდოც მოხვდა. სტეფანე ყველაზე მასშტაბური კლიპის გამომზეურებას ხვალ ფაბრიკაში 11 საათზე გეგმავს.

დღის ამბები