12 ნოემბერი 2019,   14:37
ვრცლად
სირიაში შესაძლოა სამხედრო ოპერაცია განახლდეს

ხვალ შესაძლოა თურქეთმა სირიაში სამხედრო ოპერაცია განაახლოს. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 5 დღიანი ვადა 22 ოქტომბერს საღამოს იწურება.

ხვალვე გაიმართება შეხვედრა პუტინსა და ერდოღანს შორის. რუსეთ-თურქეთის პირველი პირები მოლაპარაკებას სოჭში გამართავენ.

საზღვართან ახლა სიმშვიდეა, თუმცა დღეს ინციდენტების გარეშე არ ჩაუვლია. სირიის ერთ-ერთ ქალაქში ამერიკელ სამხედროებს ადგილობრივებმა ქვები ესროლეს. შტატების სამხედრო ტექნიკა ერაყისკენ მიემართებოდა. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ქურთულმა საინფორმაციო სააგენტომ გაავრცელა.

დღის ამბები