15 დეკემბერი 2019,   16:37
ვრცლად
ბაქოში საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ 60 დემონსტრანტი დააპატიმრეს

ბაქოში პოლიციამ საპროტესტო აქცია დაარბია, სამართალდამცავებმა სულ 60 დემონსტრანტი დააკავეს. მათგან 18 პირზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ნაწილი კი გაათავისუფლეს.

ოპოზიცია აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და სოციალურ-ეკონომიკური რეფორმების გატარებას ითხოვს.

ოპოზიციამ მომხრეები ბაქოს ცენტრში მეტროსადგურთან შეკრიბა. დემონსტრანტებს მთავარ მოედანზე მიტინგის ჩატარება სურდათ, თუმცა პოლიციამ მათ აქციის გამართვის საშუალება არ მისცა და დემონსტრანტების დაკავება დაიწყო.

აქციაზე მივიდა სახალხო ფრონტის ლიდერი ალი ქერიმლი, პოლიციამ ის მეტროსადგურთან გამოჩენისთანავე დააკავა, განყოფილებაში გადაიყვანა და მხოლოდ გვიან ღამით გაათავისუფლა. ქემირლის განცხადებით, ის სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს.

ბაქოში განვითარებულ მოვლენებს აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანაშემწე სოციალურ გვერდზე გამოეხმაურა. ალი გასანოვმა ოპოზიცია ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში დაადანაშაულა.

ევროკავშირი ბაქოს მოვლენებს საგანგებო განცხადებით გამოეხმაურა. დასავლეთმა აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა.

დღის ამბები