20 ნოემბერი 2019,   20:31
ვრცლად
ხელისუფლებას მცოცავ ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციასთან დასაპირისპირებლად შესაბამისი სტრატეგიული გეგმა არ აქვს - ანალიტიკოსების შეფასება 

ოკუპაციის გასაპროტესტებლად ატოცში ჩასვლისკენ დღეს ქვეყნის პირველ პირებს ოპოზიციამ მოუწოდა. ხელისუფლების ოპონენტებმა კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს მმართველი გუნდი და აღნიშნეს, რომ რუსეთთან დათბობის პოლიტიკის პარალელურად საქართველო ოკუპანტი ქვეყნისგან უფრო მეტ უკანონოდ გავლებულ მავთულხლართს იღებს.

ატოცში შექმნილ მძიმე ვითარებას ემთხვევა ოკუპანტი ქვეყნის მორიგი მოწოდება ძალადობისკენ. კრემლი ამჯერად უკვე სამხედრო პასუხით იმუქრება. ამ ფონზე არაღიარებისა და დეოკუპაციის პოლიტიკის გააქტიურების აუცილებლობაზე საუბრობენ პოლიტოლოგები.

ექსპერტების თქმით, რუსეთს საქართველოს ჩრდილოატლანტიკური სწრაფვის ხელის შეშლის მცდელობა ექნება, თუმცა ეს ქვეყნის საგარეო კურსზე არ უნდა აისახოს. ანალიტიკოსების შეფასებით, ხელისუფლებას მცოცავ ოკუპაციასა და უკანონო ბორდერიზაციასთან დასაპირისპირებლად შესაბამისი სტრატეგიული გეგმა არ აქვს. 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი საერთშორისო თანამეგობრობის დახმარებით რუსეთზე ზეწოლის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს. საგარეო უწყებამ კი უკანონო ბორდერიზაციის შესახებ ინფორმაცია უკვე მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებსა და დიპლომატიურ კორპუსს.

ბორდერიზაციისა და კრემლის მუქარის ფონზე, ატოცში კვლავ რჩება რუსული კვალი - ბოძები და მავთულხლართები.

დღის ამბები