17 ნოემბერი 2019,   16:43
ვრცლად
ფოთში მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

ფოთში, მალთაყვის უბანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა. წინასწარი ინფორმაციის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბოძს შეეჯახა.

მძღოლი სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებით ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიცია.  

შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე  მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის დაზიანება.

დღის ამბები