17 ნოემბერი 2019,   13:25
ვრცლად
ჰილარი კლინტონი შეიშალა - დონალდ ტრამპი

ჰილარი კლინტონი შეიშალა - ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა "ტივტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა.

"ჰილარი არაკეთილსინდისიერია, როცა რუსეთის ჯაშუშებს უწოდებს დემოკრატ კონგრესმენს თულსი ჰაბარდს და პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს "მწვანეებიდან“ ჯილ სთაინსს. ის შეიშალა. ჩემზეც ამბობს, რომ რუსები მიყვარს, მაგრამ მე ყველა ერი მომწონს," - წერს ამერიკის პრეზიდენტი.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ტრამპი პრეზიდენტობის ყოფილ კანდიდატს ჰილარი კლინტონს აკრიტიკებს.

დღის ამბები