17 ნოემბერი 2019,   14:21
ვრცლად
გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსს, წინასწარი ინფორმაციით ნგრევა არ ემუქრება

წინასწარი ინფორმაციით, გურამიშვილის გამზირზე დაზიანებულ კორპუსს ნგრევა არ ემუქრება. გამგებლის ინფორმაციით, შენობა სამუშაოებს გაუძლებს და რეაბილიტაციის შემდეგ, მოქალაქეები საკუთარ სახლებს დაუბრუნდებიან.

"ჩვენს მიერ გაყვანილია 210 ადამიანი, 55 ოჯახი 4 სხვადასხვა სასტუმროში.  დღის განმავლობაში ეს ციფრი შეიძლება შეიცვალოს, კიდევ თუ იქნება საჭიროება, გამგეობა მზად არის დახმარებისთვის, რომ გადაანაწილოს დაზარალებული მოქალაქეები სასტუმროში. რაც შეეხება თვითონ შენობას, ჩვენც ვემორჩილებით ექსპერტების რეკომენდაციებს. მოსახლეობის მხრიდან არის მოთხოვნა, რომ შევიდნენ სახლებში და გამოიტანონ პირადი ნივთები, მაგრამ ზოგ სართულზე ეს არის შეუძლებელი და მინდა მივმართო თითოეულ მათგანს, დავემორჩილოთ პროფესიონალების რეკომენდაციებს, რათა გაუთვალისწინებელი შედეგები თავიდან ავიცილოთ," - აცხადებს ნაძალადევის მუნიპალიტეტის გამგებელი ირაკლი ხელაძე.

ლაბორტორიის და სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს საბოლოო დასკვნა 10 დღის განმავლობაში ცნობილი იქნება, მანამდე კორპუსი იწმუნდება. მთელი დღის განმავლობაში მოსახლეობას ბინებიდან საკუთარი ნივთები გამოაქვს.

როგორც დაზარალებულები აცხადებენ, შენობის კედლები დეფორმირებულია და ცხოვრება საშიშია. მათი თქმით, საშიშროებას წარმოადგენს მრავალსართულიანი კორპუსის კიბის უჯრედიც. ჩამოშლილია ლიფტის კედელიც და დეფორმირებულია შენობის ნაწილი.

 

დღის ამბები