17 ნოემბერი 2019,   14:33
ვრცლად
ჩილეში შეტაკებების შედეგად 3 ადამიანი გარდაიცვალა

ჩილეში საპროტესტო აქციებს 3 ადამიანი ემსხვერპლა. მასობრივი არეულობის დროს დემონსტრანტებმა სუპერმარკეტი გაძარცვეს, რის შემდეგაც შენობაში ხანძარი გაჩნდა და სამი ადამიანი დაიწვა.

აქციის დროს დემონსტრანტებმა ავტობუსებსა და საბურავებს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ხელისუფლებამ სანტიაგოსა და ჩაკაბუკოს პროვინციებში კომენდანტის საათი გამოაცხადა.

მომიტინგეების პროტესტი ტრანსპორტზე ფასების ზრდამ გამოიწვია. ხელისუფლება დემონსტრანტებთან მოლაპარაკებას ჯერჯერობით არ აპირებს.

დღის ამბები