17 ნოემბერი 2019,   16:58
ვრცლად
ჰონგ-კონგის ქუჩებში ისევ შეტაკებებია

ჰონგ-კონგში აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებები გრძელდება. მომიტინგეებმა პოლიციას ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს. დემონსტარნტებმა გზების პარალიზება მოახდინეს და სხვადახვა ნივთებს ქუჩებში ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ჰონგ-კონგში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები უკვე მეხუთე თვეა მიმდინარეობს. თავდაპირველად, დემონსტრანტები ჩინეთში ექსტრადირების შესახებ კანონპროექტის მიღებას აპროტესტებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა მად არის კანონი გაიწვიოს, საპროტესტო გამოსვლები ჰონგ-კონგში მაინც გრძელდება.

დღის ამბები