16 დეკემბერი 2019,   17:33
ვრცლად
ქურთებმა ერთი თურქი სამხედრო მოკლეს, ერთი დაჭრეს

ცეცხლის შეწყვეტის მიუხედავად სირიაში ისევ ისვრიან. ქურთებმა 1 თურქი სამხედრო მოკლეს, 1 დაჭრეს.

განცხადება თურქეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა. თავდასხმა მაშინ მოხდა, როდესაც თურქები თელ აბიადში სადამკვირვებლო მისიას ახორციელებდნენ.

ამავე ქალაქში წითელი ჯვარი მოსახლეობას ჰუმანიტარულ დახმარებას ურიგებდა.

დღის ამბები