16 დეკემბერი 2019,   17:20
ვრცლად
პარლამენტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

საკანონმდებლო ორგანოში მოსამართლეებთან გასაუბრება ორშაბათიდან განახლდება. დეპუტატები კიდევ 10 მოსმართლეს მოუსმენენ, მათ შორის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს.

ოპოზიცია მოსამართლეთა შერჩევის პროცესს აკრიტიკებს. მათი განცხადებით, 20–კაციანი სიის უმეტესობა უზენაეს სასამართლოში გამწესებას არ იმსახურებს, რადგან მათი კომპეტენცია და კეთილსინდისიერება ოპოზიციონერ დეპუტატებს კითხვებს უჩენს.

"20 მოსამართლიდან დაახლოებით 10-12 მოსამართლე ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, რომ გაიყვანოს მმართველმა პარტიამ, რომლებიც შეასრულებენ ყველა დავალებას და იქნებიან ზონდერ-მოსამართლეები. თადუმაძე და მისი მოადგილე სურს ივანიშვილს დასვას და შეასრულოს მისი დავალებები. ამ გასაუბრებებში გენერალური პროკურორი და მისი მოადგილე წარმოჩინდნენ, როგორც ოროსნები, - განაცხადა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ.

პროცესს ისტორიულს უწოდებენ მმართველ პარტიაში.

"ეს არის ისტორიული პროცესი, ვინაიდან არასოდეს საქართველოს ისტორიაში ასე გამჭვირვალედ, ასე ხანგრძლივად ეს პროცესი არ წარმართულა. ჩვენი ამოცანაა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად შევინარჩუნოთ," - აღნიშნა უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა.

დღის ამბები