15 ნოემბერი 2019,   11:28
ვრცლად
აზერბაიჯანში ანტისამთავრობო აქციაზე 60 მოქალაქე დააკავეს

60 მოქალაქე დააკავეს აზერბაიჯანში ანტისამთავრობო აქციაზე. მათ შორის არიან ოპოზიციის ლიდერები. დაკავებულთა უმრავლესობა პოლიციამ მალევე გაათავისუფლა, 10-ზე მეტი აქტივისტის საქმე კი სასამართლოსთვისაა გადაცემული.

მომიტინგეები საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის ხელფასების მატებას და თავისუფალ არჩევნებს მოითხოვდნენ. აქციის გამო დროებით გადაკეტილი იყო ბაქოს ცენტრალური ქუჩები, მუშაობა შეწყვიტა მეტროს ორმა სადგურმა. ქალაქის რამდენიმე მონაკვეთზე შეზღუდული იყო ინტერნეტის მიწოდებაც.

დღის ამბები