20 ნოემბერი 2019,   22:55
ვრცლად
ბესელია: არ ვარ ხელისუფლების ნაწილი, ამიტომ სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე ლილუაშვილს მხარს არ დავუჭერ 

სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილს მხარს არც დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია უჭერს.

ბესელიას თქმით, რადგან კანდიდატურასთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებები არსებობს, ლილუაშვილის კანდიდატურის მხარდაჭერის პასუხისმგებლობას იხსნის. 

"ეს არჩევანიც რომ შეჩერდა გიორგისთან დაკავშირებით, ეს გასაგებია, სანდოობისა და ერთგულების ფაქტორი არის, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი. ამ სამსახურის მუშაობასთან დაკავშირებით, არის გარკვეული კრიტიკული მოსაზრებები, ამიტომ, არ ვარ დღეს მე ამ ხელისუფლების ნაწილი და ამ პასუხისმგებლობას ამ კენჭისყრით მე არ ავიღებ,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

ამავე თემაზე
დღის ამბები