20 ნოემბერი 2019,   09:08
ვრცლად
"სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე ლილუაშვილი ივანიშვილის პოლიტიკის გამტარებელი იქნება"- სერგი კაპანაძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე გრიგოლ ლილუაშვილს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია "ევროპული საქართველო - რეგიონების" წევრი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ ლილუაშვილი არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი და იგი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელია. 

სერგი კაპანაძის თქმით, "ევროპულ საქართველოს" კანდიდატთან უამრავი კითხვა აქვს, მათ შორის გამოუძიებელი კორუფციის ფაქტებისა და რუსული პროპაგანდის გაძლიერების შესახებ.

"ლილუაშვილი არ არის დამოუკიდებელი კანდიდატი სუს-ის, როგორც კანონითაა გათვალისწინებული. ის იქნება პირდაპირ ივანიშვილის პოლიტიკის გამტარებელი. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი კითხვა მის ქმედებებთან დაკავშირებით. ეს კითხვები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა, მაგალითად, გამოუძიებელი კორუფციის ფაქტები, საქართველოში გაზრდილი რუსული პროპაგანდა და სახელმწიფო ფული, რომელიც მიდის იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც პირდაპირ რუსულ პროპაგანდას ეწევიან და ბევრი სხვა. ეს თემები გვაქვს მთავარი, ამაზე კითხვები დავსვით, პასუხებს სავარაუდოდ ვერ მივიღებთ, როგორც აქამდე ჩვევია ქართული ოცნების წარმომადგენლებს და, შესაბამისად, ჩვენ რა თქმა უნდა, მას მხარს არ დავუჭერთ,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები