20 ნოემბერი 2019,   22:13
ვრცლად
კავსაძის ქუჩის მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

ჭავჭავაძის გამზირზე, კავსაძის ქუჩის მიმდებარედ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. ორ ნახევარი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე მიწისქვეშა კომუნიკაციები და სანიაღვრე სისტემა უნდა შეიცვალოს. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.

კახი კალაძის თქმით სამუშაოების ხანგრძლივობას ის მდგომარეობა განსაზღვრავს, რომელიც სპეციალისტებს ადგილზე დახვდებათ. კეკელიძე-არაყიშვილის ქუჩების მონაკვეთზე ასეთივე სამუშაოები უკვე დასრულდა.

"დღეს ჩვენ დავამთავრეთ არაყიშვილი-რამიშვილის კვეთებზე ჭავჭავაძის გამზირის მოწყობა ქვედა ფენებში და შესაძლებელია ავტომობილებით გადაადგილება, ეს არის შემდეგი ეტაპი. რაც შეეხება რიგის ქუჩამდე სამუშაოებს ორი კვირის განმავლობაში იქნება დამთავრებული," - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები