20 ნოემბერი 2019,   21:28
ვრცლად
ქრთამის აღების ბრალდება - საქალაქო სასამართლოში წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის პროცესი მიმდინარეობს. ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსანი მის წინააღმდეგ შეთქმულებაზე საუბრობს. გრიგოლ ივანეიშვილმა განაცხადა, რომ ის უდანაშაულოა და ქრთამის აღება მისთვის მიუღებელია. 

ივანეიშვილთან ერთად დაკავებულია ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილე, თეიმურაზ ჩოჩუაც. ორივეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული. წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე, გრიგოლ ივანეიშვილი 25 იანვარს დააკავეს. გამოძიება მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. თეიმურაზ ჩოჩუა ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს.

"მე აბსოლუტურად უდანაშაულო ვარ, 1% თავს დამნაშავედ რომ ვგრძნობდე, საერთოდ გავჩუმდებოდი. მიზეზი, რის გამოც მე გადავწყვიტე რომ სიტყვა ვთქვა, არის ჩემი შვილები, რომ მათაც, მომავალში, არ დაემუქროთ ის, რასაც მე დღეს განვიცდი," - განაცხადა გრიგოლ ივანეიშვლმა.

დღის ამბები