17 ნოემბერი 2019,   15:54
ვრცლად
რა დახვდათ სამართალდამცელებს ილია ჯიშკარიანის ოფისში - "კურიერმა" დოკუმენტი მოიპოვა

რა წერია ილია ჯიშკარიანის საქმეზე შემთხვევის დათვალიერების პირველ ოქმში. "კურიერმა" მოიპოვა დოკუმენტი, სადაც დეტალურადაა აღწერილი ის მდგომარეობა, რომელიც სამართალდამცავებს საკრებულოს დეპუტატის ბიუროს ოფისში 30 სექტემბერს დახვდათ. ირკვევა, რომ კომპიუტერის დამტვრეული პრინტერი და მონიტორი მთავარ მტკიცებულებებად არის ამოღებული.

გამოძიების ინფორმაციით შემთხვევა 30 სექტემბერს მოხდა,  შემთხვევის ადგილის დათვალიერება კი 22:45 წუთზე დაიწყო და 23:58 წუთზე დამთავრდა. დაზარალებული მხარის განცხადებით, შემთხვევის ადგილიდან მტკიცებულებების ამოღება დაგვიანებით მოხდა, რამაც მნიშვნელოვანი მტკიცებულებების გაქრობას შეუწყო ხელი. დაზარალებულის დაცვის მხარის პოზიციას არ ეთანხმება ჯიშკარიანის უფლებადამცველი

საკრებულოს დეპუტატს, ისნის მაჟორიტარ ილია ჯიშკარიანს მისი თანაშემწე, თამთა თოდაძე ძალადობაში ადანაშაულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით მიმდინარეობს: 126-მუხლი – ძალადობა, 138-ე მუხლი – სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და 187-ე – ნივთის დაზიანება ან განადგურება.

დღის ამბები